დავალება სამოდელო გაკვეთილის გეგმა

სამოდელო გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი, გვარი,: ზურაბი კეკელიძე.

მოსწავლეთა რაოდენობა12 მოსწავლე , სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს.
საგანიმათემატიკა

კლასი: მე-11


გაკვეთილის თემაცილინდრი და კონუსი

გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული



საგნებიმატემატიკა, ისტ-
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ: ცილინდრისა და კონუსის, როგორც ბრუნვის ფიგურების დახასიათებას და მათ  ელემენტებს შორის კავშირის დადგენას.
·   სივრცული კვეთების დადგენას და მათ გამოყენებას ამოცანების ამოხსნისას.
·   მოსწავლეებს განუვითარდებათ სივრცული წარმოდგენები, სივრცული ფიგურის კვეთის შესაძლო ფორმის დადგენის უნარები.
·   მოსწავლეები შეძლებენ შექმნან პრეზენტაცია და წარადგინონ კალსის წინაშე
·   მოსწავლეები ამოხსნიან ამოცანებს გეოგებრას გამოყენებით.


აქტივობის აღწერა
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1.
N1 აქტივობის აღწერა:
კლასის ორგანიზება,  გაკეთლის თემისა და მიზნების გაცნობა.
პროექტორის გამოყენებით კლას ვაცნობ გაკვეთილის თემას და გაკვეთილის მიზანს, აგრეთვე კლას ვყოფ ოთხ  სამკაციან ჯგუფად, ყუთში ვათავსებ ფურცლებს და მოსწავლეები იღებენ  ფურცელს  და იყოფიან 4 ჯგუფად. ვაცნობ ჯგუფში მუშაობის წესებს.
ვერბალური,
ინდივიდუალური
პროექტორი, ფურცელი. ყუთი.
2 წუთი
2.
A ფაზა- გამოწვევა
აქტივობა N2 წინა დღით მიცემული დავალების ფლიპჩარტებზე მომზადება და წარდგენა კლასის წინაშე
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები გაიხსენებენ და ფლიპჩარტებზე ჩამოწერენ   ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების : მართკუთხედის, მართკუთხა სამკუთხესის , სამკუთხედის, წრის თვისებებს და ფართობის გამოსათვლელ ფორმულებზე,  განმარტავენ მანძილს წერტილსა და სიბრტყეს შორის,  კუთხეს წრფებას და სიბრტყეს შორის,  აგრეთვე სიბრტყეებს შორის კუთეს
აქტივობის მსვლელობა:   წინა დღით მოსწავლეებს ვაძლევთ ორ ელექტრონულ რესურს  ვორდის დოკუმენტში მომზადებულს „ყველაფერი ოთხკუთხედებზე“, და „ყველაფერი სამკუთხედებზე“. დოკუმენტში აღწერილია ბრტყელი ფიგურების კერძოდ: სამკუთხედების, ოთხკუთხედების  და წრის თვისებები,  პერიმეტრის, ფართობის გამოსათვლელი ფორმულები,  მანძილს წერტილსა და სიბრტყეს შორის, კუთხეს წრფებას და სიბრტყეს შორის,  აგრეთვე სიბრტყეებს შორის კუთეს.
მეორე დღეს მასწავლებელი გაკვეთილზე მოსწავლეებს ყოფს ოთხ სამკაციან ჯგუფად და ყუთიდან თითოეულ ჯგუფის წარმომადგენელს ამოაღებინებს ფურცელს. ყუთში ჩაუხედავად.
ყუთში ოთხი ფურცელია  სადაც წერია საკითხები შესაბამისად:
პირველ ფირცელზე:   სამკუთხედები,  სამკუთხედის ტიპები, პერიმეტრის და ფართობის გამოსათვლელი ფორმულები
მეორე ფურცელზე: ტოლფერდა სამკუთხედის თვისება, მართკუთხა სამკუთხედი თვისება  (დამოკიდებულება კათეტებსა და იპოტენუზას შორის.

მესამე ფურცელზე:
მრთკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის წვეროდან დაშვებულ სიმაღლეს თვისება.  წრის ფართობი და წრეწირის სიგრძე. განმარტავენ კუთხე წრფესა და სიბრტყეს შორის. ორ სიბრტყეს შორის კუთხე.
მეოთხე ფურცელზე :
წერია ოთხკუთხედის ტიპები, პერიმეტრისა და ფართობის გამოსათვლელი ფორმულები, მათი თვისებები. კერძოდ: პარალელოგრამის, მართკუთხედის, რომბის და კვადრატის  თვისებები . ფართობისას და პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულები. უფიდან ერთი მოსწავლე იღებს ყუთიდან ფურცელს და რა საკითხების შეხვდება ანაწილებს ჯგუფში.
ოთხი ჯგუფი ფლიპჩარტებზე ჩამოწერენ დავალებებს და წარადგენენ კლასის წინაშე.
ვერბალური, პრაქტიკული მეთოდი
ჯგუფი

ორი Word  დოკუმენტი.  ფლიპჩარტის ფურცლები, მარკერები.
8  წუთი
3
B ფაზაცოდნის კონსტრუირება

აქტივობა N3ახალი საკითხის შესწავლა და გააზრება ჯგუფებში.  ახალი გაკვეთილის პრეზენტაციაში მომზადება.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ახალი მასალის გაგებას კერძოდ  ცილინდრისა და კონუსის, როგორც ბრუნვის ფიგურების დახასიათებას და მათ ელემენტებს შორის კავშირის დადგენას.  სივრცული კვეთების დადგენას და მათ გამოყენებას ამოცანების ამოხსნისას.
აქტივობის მსვლელობა-თითოეულ (ოთხი ჯგუფი) ჯგუფს  ეძლევათ დაავალებად წაიკითხონ ახალი გაკვეთილი  სახელმძღვანელოდან. კერძოდ პირველი და მეორე ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს ჯგუფში პირველ დავალებას, რომელიც შეეხება ცილინდრსა და მის თვისებებს კვეთებს. ხოლო მესამე და მეოთხე ჯგუფი კი მეორეს. რომელიც შეეხება კონუსს და მის თვისებებსა და კვეთებს. ამის შემდეგ დაწყვილდებიან ჯგუფები და ერთმანეთს გაუზიარებენ თავის ცოდნას.
ჯიგსოუს მეთოდი
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი
ჯგუფური
სახელმძღვანელო,  ფურცელი, პასტა,
5  წუთი
.
აქტივობა N4 პრეზენტაციების მომზადება  პოვერ პოინდში და წარდგენა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შექმნიან პოვერ პოინდში პრეზენტაცებს და წარადგნენ კლასის წინაშე
აქტივობის მსვლელობა: პრეზენტაციის მომმზადების დაწყებამდე მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით  ახდენს გეოგებრას  შესაძლებლობების დემონსტრირებას, კერძოდ ცილინდრისა და კონუსის კვეთების ჩვენებას სიბრტყით. ამის შემდეგ მასწავლებელი აძლევს დავალებას ჯგუფებს, კერძოდ:
პირველი ჯგუფი: ცილინდრი და მისი თვისებები. კერძოდ: ცილინდრის ფუძე.  მსახველი. ცილინდრის ღერძი, ცილინდრული ზედაპირი, გვერდითი და სრული ზედაპირები.
მეორე ჯგუფი: ცილინდრის ღერძული და ფუძის პარალელური სიბრტყის კვეთით მიღებული ფიგურები და თვისებები
მესამე ჯგუფი: კონუსი და მისი თვისებები. კერძოდ: კონუსის ფუძე,  წვერო.  კონუსის მსახველი,  კონუსის ღერძი,  კონუსის სიმაღლე. კონუსის ზედაპირი. სრული ზედაპირი.
მეოთხე ჯგუფი:  კონუსის სიბრტყით კვეთის დროს მიღებული ფიგურები და მათი თვისებები.  ჯგუფები მუშაობის დროს  ცერის გამოყენების შემთხვევაში  მასწავლებელი  აძლევს მიმართულებას და ეხმარება ჯგუფს  საკითხის გააზრებაში.
მასწავლებელი აკვირდება ჯგუფებს და ჯგუფში მომუშავე თითოეულ მოსწავლეს
ახსნა განმარტება, პრაქტიკული
ჯგუფური
4 კომპიტერი. პროექტორი
15  წუთი
4.
აქტივობა N4  ამოცანების ამოხსნა geogebra-ს გამოყენებით
აქტივობის მიზანი:   მოსწავლეებს განუვითარდებათ სივრცული წარმოდგენები, სივრცული ფიგურის კვეთის შესაძლო ფორმის დადგენის უნარები. მოსწავლეები  შეძლებენ სივრცული კვეთების დადგენას და მათ გამოყენებას ამოცანების ამოხსნისას.
აქტივობის აღწერა.: მოსწავლეები გეოგებრას გამოყენებით ამოხსნიან ამოცანებს სახელმძღვანელოდან. ამოცანების ნომრები 13 და 19  გვერდი 225. სახ  გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე.
მოსწავლეები მუშაობენ სამეულებში ოთხ კომპიუტერთან და ამოხსნილ ამოცანას უზიარებენ მასწავლებელს, მასწავლებელი თანამშრომლობს ერთმანეთთან..
ახსნა განმარტება, დემონსტრირების მეთოდი
წყვილებში
4 კომპიუტერი, პასტა ფირცელი დაფა ცარცი.
10 წუთი
5.
C ფაზა-რეფლექსია
N5 აქტივობის აღწერა-5 წუთი

გაკვეთილის შეჯამებისის მიზნით მასწავლებელი იყეებს მეთოდს - 3,2,1. მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ: სამი რაც ყველაზე საინტერესო იყო, ორი რაც ახალი იყო და ერთი რაზეც მეტი უნდათ, რომ იცოდნენ. პასუხებს წერს ფორმატზე.
მასწავლებელი ავსებს 3,2,1 ცხრილს მოსწავლეების პასუხების მიხედვით. ხდება აზრების გაცვლა გამოცვლა, მსჯელობა და დასკვნების გამოტანა.
მეთოდი - 3,2,1
მთელი კლასი
ფორმატი, მარკერი
3 წუთი
6.
N6 აქტივობის აწერა  - 2 წუთი
მოსწავლეების შეფასება:
დასკვნით   ნაწილში  მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენები აფასებს ჯგუფების მუშაობას და კომპიუტერის ფლობის უნარებს.
ჯგუფების პრეზენტატორებს, კ ქულებით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
აგრთვე ახალი მასალის გაგებისა და ამოცანების ამოხსნაც ფასდება განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკის გამოყენებით. თითოეულ რუბრიკას მინიჭებული აქვს ხვედრითი წილი, 10 ქულას შეესაბამება 40 ქულა. და ამის მიხედვით მიენიწება მოსწავლეს შესაბამისი ქულა.

საშინაო დავალება  ამოცანები #15, 16, 17,21.
მთელი კლასი
ჯგუფების მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა;

პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა;
2  წუთი


მათ.XI.11 მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ, მოსწავლე:
·            მსჯელობს სივრცული ფიგურის კვეთის შესაძლო ფორმაზე და აგებს სივცული   ფიგურის მითითებულ კვეთას
·            მსჯელობს სივრცული ფიგურის შესაძლო ფორმაზე კვეთის/კვეთების მიხედვით

ის ტექნ. .1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა თუ, მოსწავლე:
·         აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
·         გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;



განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები

ორგანიზება/ წესების დაცვა ჯგუფში

პატივს არ სცემს სხვის მოსაზრებას,  არ იცავს დროის ლიმიტს, არ არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული.
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, არ  იცავს დროის ლიმიტს, არ არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული.
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არ  არის აქტიური მსმენელი, არ  არის ასერტული.
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული.
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არის აქტიური მსმენელი, არის ასერტული.


ჯიგსოუს მეთოდის შეფასება
1 ქულა
2 ქულა
3 ქულა
4 ქულა
5 ქულა


მსჯელობა

ვერ მსჯელობს,  ცილინდირის და კონუსის თვისებებზე, არაა აქვს წარმოდგენა კვეთებზე.
მსჯელობს, მაგრმ არადამაჯერებლად, ცილინდრისა და კონუსის თვისებებზე  ვერ ასაბუთებს   კვეთით მიღებულ სიბრტყით ფიგურებს  ვერ ახერხებს საკითხის გააზრებას.
მსჯელობა დამაჯარებელია, მაგრამ ვერ მოჰყავს შესაბამისი მაგალითები ცილინდრისა და კონუსის კვეთების დროს მიღებულ სიბრტყით ფიგურებზე საკითხი ნაწილობრივ აქვს  რებ.
მსჯელობა დამაჯარებელია,  ცილინდრისა და კონუსის თვისებებზე, ასახელებს სიბრტყით კვეთის დროს მიღებულ სიბრტყით ფიგურებს. უჭირს სიბრტყითი ფიგურების ბრუნვით მიღებული ფიგურების წარმოდგენა გააზრება.
მსჯელობა დამაჯარებელია,  დასაბუთებულია არგუმენტებით და მაგალითებით.  პრემა ღრმ და უძნა რებ.
ეფექტური კომუნიკაცია ჯგუფებში


მოსაუბრეებთან  არ ამყარებს თვალით კონტაქტს , დისკუსიაში  არ არის  ჩართული. არ იცავს წესებს , თანამონაწილეებთან  ვერ თანამშრომლობს, არ არის აქტიური მსმენელი.
მოსაუბრეებთან  ამყარებს თვალით კონტაქტს, დისკუსიაში  აქტიურად  არ არის ჩართული. ვერ იცავს დროის ლიმიტს, არ იცავს წესებს , პატივს არ სცემს სხვის მოსაზრებას,  თანამონაწილეებთან  ეფექტურად ვერ  თანამშრომლობს, არ არის აქტიური მსმენელი.
მოსაუბრეებთან  ამყარებს თვალით კონტაქტს , დისკუსიაში  აქტიურად არის ჩართული. არ  იცავს დროის ლიმიტს, არ იცავს წესებს , პატივს  სცემს სხვის მოსაზრებას,  თანამონაწილეებთან  ეფექტურად ვერ თანამშრომლობს, არ არის აქტიური მსმენელი.
მოსაუბრეებთან  ამყარებს თვალით კონტაქტს , დისკუსიაში  აქტიურად არის ჩართული. იცავს დროის ლიმიტს, იცავს წესებს , პატივს სცემს სხვის მოსაზრებას,  თანამონაწილეებთან  ეფექტურად ვერ თანამშრომლობს, არ არის აქტიური მსმენელი.
მოსაუბრეებთან  ამყარებს თვალით კონტაქტს , დისკუსიაში  აქტიურად არის ჩართული. იცავს დროის ლიმიტს, იცავს წესებს , პატივს სცემს სხვის მოსაზრებას,  თანამონაწილეებთან  ეფექტურად თანამშრომლობს, არის აქტიური მსმენელი.

პრეზენტაცია
1 ქულა
2 ქულა
3 ქულა
4 ქულა
5 ქულა
საკითხის  წარდგენა
საკითხი არაადექვატურად არის წარმოდგენილი.  არ არის წარმოდგენილი ნახაზები და ფორმულები.
კერძოდ ცილინდრის და კონუსის კეთები
საკითხი ზედაპირულად არის  წარმოდგენილი . არ არის წარმოდგენილი მასალა სრულად. აკლია ნახაზები და როგორც ცილინდრის ასევე კონუსის, კვეთები არ არის წარმოდგენილი სწორად
საკითხი  ნაწილობრივ არის წარმოდგენილი . გაკეთებულია ყველა ნახაზი მაგრამ აკლია განმარტებები, არ არის სრულად წარმოდგენილი ცილინდრის და კონუსის თვისებები
საკითხი ამომწურავად არის  წარმოდგენილი . კერძოდ ნახაზები ცილინდრისა და კონუსის, კვეთები სწორადა დახაზული და გამოტანილი, მაგრამ სრულად  თვისებბების ერ ფლობს თვისებებს ჩამოყალიბების დროს უშვებს შეცდომებს.
საკითხი ამომწურავად არის  წარმოდგენილი . პრობლემა იდენტიფიცირებულია. ჩამოყალიბებულია თეზისებად.
საინტერესო და ორიგინალურია. დამაჯერებლად და ადექვატურად აღწერს ცილინდრისა და კონუსის თვისებეს მსჯელობს სრულად კვეთებზე და აკავშირებს თვისებ ებს ერთმანეთთან .
კომუნიკაცია
საუბარი არ არის გამართული, აზრი არ არის ნათლად და მკაფიოდაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შეუსაბამოა, ვერ იყენებს ადექვატურად სხეულის ენას, ჟესტებს,
აუდიტორიასთან ვერ  ამყარებს  თვალით კონტაქტს, ვერ იცავს
დროის ლიმიტს.
საუბარი არ არის გამართული, აზრი არ არის ნათლად და მკაფიოდაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შესაბამისია, თუმცა ვერ იყენებს ადექვატურად სხეულის  ენას, ჟესტებს ,
ცდილობს აუდიტორიასთან  დაამყაროს  თვალით კონტაქტი,  იცავს
დროის ლიმიტს.
საუბარი უმეტესად გამართულია, აზრი  ნათლად და მკაფიოდ ნაწილობრივაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შესაბამისია, უმეტესად ეფექტურად იყენებს სხეულის  ენას, ჟესტებს,
აუდიტორიასთან ამყარებს  თვალით კონტაქტს, იცავს
დროის ლიმიტს.
საუბარი გამართულია, აზრი ნათლად და მკაფიოდ ნაწილობრივაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შესაბამისია, უმეტესად ეფექტურად იყენებს სხეულის  ენას, ჟესტებს,
აუდიტორიასთან ამყარებს  თვალით კონტაქტს, იცავს
დროის ლიმიტს.
საუბარი გამართულია, აზრი ნათლად და მკაფიოდაა ჩამოყალიბებული , მეტყველების ტემპი შესაბამისია, ეფექტურად იყენებს ჟესტიკულაციას,
აუდიტორიასთან ამყარებს  თვალით კონტაქტს, იცავს
დროის ლიმიტს.
ვალსაჩინოება
რ არის გამოყენებულია თემის შესაბამისი ტექსტური და ნახაზები.
გამოყენებულია   თემის შესაბამისი მხოლოდ ტექსტური მასალა. თვალსაჩინოება ნაკლებად  აღქმადია
გამოყენებულია თემის შესაბამისი ტექსტური და  მწირი გრაფიკული (სქემა, დიაგრამა, ცხრილი, გრაფიკი, ნახატი, ფოტო)მასლა, თვალსაჩინოება ნაკლებად  აღქმადია
გამოყენებულია თემის შესაბამისი ტექსტური და გრაფიკული (სქემა, დიაგრამა, ცხრილი, გრაფიკი, ნახატი, ფოტო) მასალა, თუმცა გადატვირტულია და თვალსაჩინოება , ნაკლებად  აღქმადია
გამოყენებულია თემის შესაბამისი ტექსტური და გრაფიკული (სქემა, დიაგრამა, ცხრილი გრაფიკი, ნახატი, ფოტო) თვალსაჩინოება, ადვილიდ აღქმადია



ამოცანების ამოხსნის შეფასების რუბრიკა
1
2 ქულა
3 ქულა
4 ქულა
5 ქულა
ამოცანების ამოხსნა გეოგებრას გამოყენებით

ვერ ახერხებს ამოცანისა ნახაზის წარმოდგენას გეოგებრაში და ვერ ხსნის ამოცანას.
ნაწილობრივ შეუძლია ნახაზის შექმნა გეოგებრაში მაგრამ ვერ ხსნის ამოცანას.
ამოცანის შესაბამისად ახდენს ნახაზის სრულად წარმოდგენას მაგრამ ვერ ხსნის ამოცანას
ამოცანის შესაბამისად ახდენს ნახაზის აგებას გეოგებრაში მაგრამ სრულად ვერ ხსნის ამოცანაც
სრულად ახდენს ამოცანის რეალიზებას და ნახაზის წარმოდგენას გეოგებრში, ასახელებს ამოცანის ამოხსნის ყველა გზას. ქმნის ორიგინალურ ნახაზებს გეოგებრაში


შეფასების რუბრიკის ხვედრითი წილები

შეფასების კრიტერიუმები
ხვედრითი წილი

მსჯელობა
2
2*4=8
საკითხის წარდგენა
3
3*4=12
თვალსაჩინოება
1
2*4 = 8
ამოცანების ამოხსნა
3
3*4 = 12

სულ
40 ქ


Комментариев нет:

Отправить комментарий

სამოდელო გაკვეთილის რესურსები

 სამოდელო  გაკვეთილის რესურსები